ნინო დგებუაძემ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მეორე ადგილი მოიპოვა
![]()
სიამაყით გიზიარებთ ჩვენი მოსწავლის მნიშვნელოვან წარმატებას!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ნახატების კონკურსში „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ნინო დგებუაძემ, მეორე ადგილი მოიპოვა. ![]()
ნინომ თავისი შემოქმედებითი ხედვითა და ემოციურად დატვირთული ნამუშევრით მნიშვნელოვანი აღიარება დაიმსახურა. მისი ნახატი აფხაზეთის ტკივილს, მონატრებასა და მშვიდობიანი მომავლის იმედს გამოხატავდა და სწორედ ამ გზავნილით განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.
ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით გამარჯვებას, შთაგონებასა და ახალ მიღწევებს! ![]()
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებობები#გამარჯვებული#ხელოვნება#კონკურსი#აფხაზეთი#ჩემითვალითდანახულიაფხაზეთი

