Logo Loading

Enter your keyword

სკოლის მისია

სკოლის მისია

თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სათანადო აღჭურვილობითა და კვალიფიციური კადრებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს „ლილე“ ქმნის ყველასათვის მისაღებ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების აღზრდა-ჩამოყალიბებისათვის; სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლოპროექტების, სპორტული და სახელოვნებო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური,რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს;
აიარაღებს მას საჭირო ცოდნით, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით; უნერგავს წიგნის სიყვარულს;
აუფლებს ცხოვრების ჯანსაღ წესებს, ტოლერანტულ თვისებებს, უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას;
წაახალისებს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ინიციატივებს;კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად ნერგავს მედიაწიგნიერების კულტურას;
ეხმარება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება-განხორციელებაში; შთაგონებს მორალურ და სულიერი ფასეულობების შემეცნება განვითარების გზებს.