Logo Loading

Enter your keyword

ინფრასტრუქტურა

სკოლის ინფრასტრუქტურა

კერძო სკოლა “ლილეს” კამპუსი.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.

სკოლა არის 4 სართულიანი, შენობაში განთავსებულია შიდა სპორტული დარბაზი, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი.

სკოლის ტერიტორიის შიგნით და გარეთ განთავსებულია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რაც უფრო დაცულ გარემოს ქმნის.

ბიბლიოთეკა

სკოლა  ლილეს  ბიბლიოთეკა  აერთიანებს  2 156  წიგნად  ფონდს,  აღასანიშნავია  ის  გარემოება,  რომ  სკოლაში  დანერგილია   ელექტრონული  სარგებლობის  ვერსია  Open Biblio

მოსწავლეებს  ბიბლიოთეკით   სარგებლობა  შეუძლიათ    ყოველ  დღე  09:00 საათიდან  17:00 საათამდე .




ლაბორატორია

ლაბორატორია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის და სრულად აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და რეაქტივებით.

ლაბორატორიაში ფუნქციონირებს რობოტიკის საშაბათო სკოლა.

სპორტული დარბაზი

სპორტული დარბაზი ადაპტირებულია სამი სპორტის სახეობაზე: ფრენბურთი; კალათბურთი, კლდეზე ცოცვა.

მოსასვენებელი სივრცე

მოსასვენებელი სივრცე არის სკოლის არაფორმალური გარემო,  რომელიც გამოიყენება ჩვენი პატარების განტვირთვის მიზნით. ამ სივრცეში მათ საშუალება აქვთ დაკავდნენ ისეთი არაფორმალური განათლების აქტივობებით როგორებიცაა: სამაგიდე თამაშები; კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა; ფილმების ყურება და ა.შ.

ტექნოლოგიების ოთახი

ტექნოლოგიების ოთახი გამოიყენება, როგორც საგაკვეთილო ისე არასაგაკვეთილო პროცესში და ის აღჭურვილია 18 ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერით.