Logo Loading

Enter your keyword

post

ახალი იდეები, პროექტები და შესაძლებლობები!

ახალი იდეები, პროექტები და შესაძლებლობები!

VII–XI კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით ახალი პროექტების, კლუბებისა და SPACE სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. 🚀

👩‍🚀 SPACE ჩვენი არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა, რომელიც მოსწავლეებს აერთიანებს გუნდურ აქტივობებში, პროექტებსა და სხვადასხვა გამოწვევაში. მისი მიზანია, მოსწავლეებმა გამოავლინონ ინიციატივა, ითანამშრომლონ, აიღონ პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადონ. 🚀

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო სასკოლო კლუბები:

🔸 დებატების კლუბი;

🔸 ჟურნალისტიკის კლუბი;

🔸 ეკო კლუბი;

🔸 ფსიქოლოგიის კლუბი;

🔸 მოხალისეთა კლუბი;

🔸 ემოციური ინტელექტის კლუბი;

🔸 სამაგიდე თამაშების კლუბი.

არაფორმალური განათლება მოსწავლეებს ეხმარება, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, იმუშაონ გუნდურად, გამოავლინონ ინიციატივა და განივითარონ კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

სკოლა „ლილეში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო პროექტებსაც, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებაში მიიღონ მონაწილეობა. 🌍

სკოლა ლილე — აღმოაჩინე შესაძლებლობები! 💛

#სკოლალილე#არაფორმალურიგანათლება#სასკოლოკლუბები#დებატკლუბი#ჟურნალისტიკისკლუბი#ფსიქოლოგიისკლუბი#ემოციურიინტელექტი#განათლება#ეკოკლუბი