Logo Loading

Enter your keyword

post

SPACE – ახალი შესაძლებლობები ჩვენს სკოლაში!

SPACE – ახალი შესაძლებლობები ჩვენს სკოლაში!

მეორე სემესტრიდან ჩვენს სკოლაში დაინერგა შეფასების ახალი სისტემა – SPACE, რომელიც არაფორმალური განათლების მიმართულებით მოსწავლეების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამაში სრულად არიან ჩართულნი VII–XI კლასების მოსწავლეები.

🚀 SPACE-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების უნარების განვითარებას არაფორმალურ გარემოში, გაზარდოს მათი ჩართულობა და შექმნას მეტი შესაძლებლობა თვითგამოხატვისა და პროგრესისთვის. სისტემა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად წამოიწყონ ინიციატივები და საკუთარი პროექტები განახორციელონ.

SPACE-ის მთავარი მოტივაცია:

⭐️ წლის ბოლოს ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოსწავლე გახდება მომავალი სასწავლო წლის სკოლის პრეზიდენტი და მიიღებს 1000 – ლარიან სტიპენდიას.

⭐️ ამასთან ერთად გამოვლინდება SPACE-ის გამარჯვებული პლანეტა (გუნდი), რომელიც გამოირჩევა ერთობლივი ძალისხმევით, შემოქმედებითობით და აქტიური მონაწილეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა კიდევ უფრო მრავალფეროვანს, საინტერესო და ინსპირაციულს გახდის სასკოლო ცხოვრებას.

სკოლა ლილე – აღმოაჩინე შესაძლებლობები! ✨

#სკოლალილე #არაფორმალურიგანათლება #აღმოაჩინეშესაძლებლობები #space #ახალიშესაძლებლობები