Logo Loading

Enter your keyword

post

“პრაქტიკული სამართლის კურსი”

“პრაქტიკული სამართლის კურსი”

📚 ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები უკვე მესამე წელია აქტიურად არიან ჩართულნი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში „პრაქტიკული სამართლის კურსი“ ⚖️

👩‍⚖️ კურსის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტები მოსწავლეებს უტარებენ ლექცია-სემინარებს მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე, რაც ხელს უწყობს მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

კურსის ფარგლებში განიხილება თემები:

🔸 დემოკრატია;

🔸 კონსტიტუცია;

🔸 სისხლის სამართალი;

🔸 ადამიანის უფლებები;

🔸 სამოქალაქო სამართალი;

🔸 ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;

🔸 არასრულწლოვანთა უფლებები.

💡 ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენს მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ სამართლებრივ გარემოს, განივითარონ ანალიტიკური უნარები და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან, აქტიურ მოქალაქეებად.

#სკოლალილე#პრაქტიკულისამართლისკურსი#სამართალი#TSU#აღმოაჩინეშესაძლებლობები