სტუმრობა „გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში – 112“.
ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ „გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – 112“.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა;
რა ნომერზე უნდა დარეკონ საჭიროებისას;
როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან კრიტიკულ სიტუაციებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არამიზნობრივი და ცრუ ზარების საფრთხეებს, ასევე იმ სანქციებს, რაც ასეთი ქმედებების შემთხვევაშია გათვალისწინებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა დაწყებითი საფეხურიდანვე იცოდნენ უსაფრთხოების ძირითადი წესები და შეძლონ სწორი გადაწყვეტილებების მიღება გადაუდებელ სიტუაციებში.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს 112-ის შენობა და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის პროცესს.
#სკოლალილე #112 #უსაფრთხოება#საგანმანათლებლოვიზიტი#Schoollile



