ცოტნე ჯანანაშვილი – ლიგის საუკეთესო მონაწილე!
![]()
ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ცოტნე ჯანანაშვილმა, მონაწილეობა მიიღო “ფრიადის” სასკოლო ინოვაციურ კონკურსში — პლატფორმაზე, რომელიც აფასებს მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონესა და უნარებს.
ცოტნემ თავი გამოიჩინა განსაკუთრებული აქტიურობითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით და გახდა კვირის ლიგის საუკეთესო მონაწილე! ![]()
მიღწეული შედეგისთვის იგი დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრებით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოტივაცია, ცოდნა და შრომა ყოველთვის ფასდება.
ვამაყობთ ცოტნეს მიღწევებით და ვუსურვებთ წარმატებებს!


