ნინო დგებუაძისა და ელენე მაისაძის პერსონალური გამოფენა
ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნინო დგებუაძისა და ელენე მაისაძის პერსონალური გამოფენის შესახებ გვინდა გიამბოთ.
ხატვა ელენეს და ნინოს ყოველდღიურობის ნაწილია და ეს მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.
ჩვენი მოსწავლეების შესრულებული ნახატები სკოლას ერთი კვირის განმავლობაში ამშვენებდა.
გამოფენა დაიხურა ყველასათვის საყვარელი ზალიკო სულაკაურის ვიზიტით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ზაალს, ელენესა და ნინოს კი ვუსურვებთ წარმატებებს.




