სკოლა ლილე და CodeMonkey Georgia დამეგობრდნენ.
პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სკოლის II, III, და IV კლასის მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირებას CodeMonkey – ის საერთაშორისო პლატფორმით, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.
CodeMonkey- ის პლატფორმით პროგრამირების რთული პრინციპების შესწავლა ბევრად მარტივი და სახალისოა, ვიდრე აქამდე ყოფილა.
CodeMonkey – ს უპირატესობებია
პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება – CodeMonkey ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ მიუდგნენ პრობლემებს ლოგიკურად და დაყონ ისინი პატარა, მართვად ეტაპებად.
კოდირების კონცეფციის ადრეულ ასაკში შესწავლა – ადრეულ ასაკში კოდირების საფუძვლების სწავლა ეხმარება ბავშვებს კომფორტულად იგრძნონ თავი ტექნოლოგიებთან, რაც ამზადებს მათ ციფრული ტრანსფორმაციისთვის.
გამოთვლითი აზროვნების უნარების განვითარება – ისინი სწავლობენ შედეგების პროგნოზირებას, კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებას და შეცდომების აღმოფხვრას. მსგავსი კოგნიტური უნარები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მათ ტექნიკური საგნების სწრაფად ათვისებაში.



