Logo Loading

Enter your keyword

post

კომპანია “ტენეს” სტუმრობა

კომპანია “ტენეს” სტუმრობა

♻️ გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, ეკო კლუბის ინიციატივით დღეს სკოლაში გვესტუმრნენ კომპანია Tene – ტენე-ს წარმომადგენლები.

🟢Tene – ტენე მეორადი ნარჩენებისგან პირველ ქართულ USB-ს ამზადებს, რომელიც მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული კაბელია.

✅ კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პლასტმასას წარმოშობის ისტორიაზე, იმ უარყოფით შედეგებზე, რაც პლასტმასას ნარჩენებმა შეიძლება მიაყენოს დედამიწას. საუბარი ასევე შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც აღნიშნული კომპანიის მთავარი მისიაა.

🚮 ძალიან მალე ტენეს მწვანე ურნები ჩვენს სკოლაშიც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში.

☀ მადლობას ვუხდით ეკო კლუბის ხელმძღვანელს მაია აწკარუნაშვილს და კომპანია ტენეს წარმომადგენლებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.