რესურსების მართვა
SPACE სისტემის ფარგლებში პლანეტა სატურნის ინიციატივით ჩვენს სკოლაში გაიმართა ვორქშოფი თემაზე – “რესურსების მართვა” ![]()
იდეა სწორედ იმ გამოცდილებიდან დაიბადა, რომელიც ჩვენი ეკოკლუბის მოსწავლეებმა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში „საქართველო მწვანე მომავლისკენ“ ფარგლებში მიიღეს. მიღებული ცოდნა მათ სკოლის სივრცეშიც გააზიარეს და საინტერესო აქტივობად აქციეს ![]()
ვორქშოფზე სხვადასხვა პლანეტის წევრები გაერთიანდნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ და ნარჩენი მასალისგან თემატური პოსტერები შექმნეს ![]()
პროცესი ძალიან სახალისო და შემოქმედებითი იყო, 1 საათში მოსწავლეებმა საოცარი ნამუშევრები შექმნეს, წარადგინეს ჟიურის წინაშე, ხოლო გამარჯვებულად პლანეტა ურანი დასახელდა ![]()
![]()
განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი მოწვეული სტუმარი და ჟიურის წევრი იყო Vintylator-ის წარმომადგენელი შოკო ჩაჩუა – მადლობას ვუხდით სტუმრობისა და მოსწავლეების მხარდაჭერისთვის ![]()
ვორქშოფის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები 9 მაისს ევროპის დღის „მწვანე კუთხეში“ გამოიფინება, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებით ხედვასა და ეკომეგობრულ დამოკიდებულებას. ![]()
![]()
#spacesystems#GreenFuture#EuropeDay#EcoClub#CreativeLearning#GeorgiaGoesGreen#GreenStartups#ChooseSmartly#სკოლალილე#GreenFuture#გარემოსდაცვა#კლიმატისცვლილება#ევროკავშირი#sustainability#EcoFriendly#საქართველომწვანემომავლისკენ#lileschool




