Logo Loading

Enter your keyword

post

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა რეალური მიზანია, რომელიც სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით იწყება.

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა რეალური მიზანია, რომელიც სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით იწყება.

🎓 ჩვენს სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა ჩვენი საუნივერსიტეტო მრჩეველი ქეთი გორდეზიანი.

შეხვედრის ფარგლებში მან მოსწავლეებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, ჩარიცხვის პროცესზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ მომავალში ელოდებათ.

✨ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ რა სჭირდებათ მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან (Top) უნივერსიტეტებში წარმატებით მოსახვედრად:

▪️ მაღალი აკადემიური მიღწევები;

▪️ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;

▪️ აქტიური ჩართულობა;

▪️ ლიდერული უნარები;

▪️ მოხალისეობა;

▪️ შიდა სასკოლო და გარე აქტივობებში აქტიური მონაწილეობა.

🤝 ქეთიმ ასევე ისაუბრა იმ მხარდაჭერის გზებზე, რომელსაც ჩვენი სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ამ მიზნის მისაღწევად.

📌 შეხვედრა იყო ინსპირაციული და პრაქტიკულ რჩევებზე დაფუძნებული, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მოსწავლეების წარმატებული მომავლისკენ. 🚀

#სკოლალილე#საერთაშორისო#აღმოაჩინეშესაძლებლობები#საზღვარგარეთსწავლება