კომპანია “ტენეს” სტუმრობა
გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, ეკო კლუბის ინიციატივით დღეს სკოლაში გვესტუმრნენ კომპანია Tene – ტენე-ს წარმომადგენლები.
Tene – ტენე მეორადი ნარჩენებისგან პირველ ქართულ USB-ს ამზადებს, რომელიც მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული კაბელია.
კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პლასტმასას წარმოშობის ისტორიაზე, იმ უარყოფით შედეგებზე, რაც პლასტმასას ნარჩენებმა შეიძლება მიაყენოს დედამიწას. საუბარი ასევე შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც აღნიშნული კომპანიის მთავარი მისიაა.
ძალიან მალე ტენეს მწვანე ურნები ჩვენს სკოლაშიც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში.
მადლობას ვუხდით ეკო კლუბის ხელმძღვანელს მაია აწკარუნაშვილს და კომპანია ტენეს წარმომადგენლებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.



