კინონოსტალგიის საღამო
ჩვენთან კინონოსტალგიის საღამო გაიმართა.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს, როგორც ქართული, ისე უცხოური ფილმებიდან ცნობილი სცენები.
მოირგეს და სახალისოდ წარმოადგინეს სხვადასხვა პერსონაჟები.
ღონისძიებაში ჩაერთნენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებისთვის მოულოდნელად განასახიერეს “ფუფალასა” და ” ჩარლი ჩაპლინის” გმირები, რამაც კიდევ უფრო მხიარული გახადა წარმოდგენა.
მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს.






