ისტორიული გასეირნება მტკვარზე!
ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ისტორიულ ტურზე ძველ თბილისში, რომლის ფარგლებშიც მათ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა განსხვავებული რაკურსით დაათვალიერეს.
სასწავლო გასვლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მტკვარზე დახურული გემით გასეირნება იყო, სადაც სერტიფიცირებულმა გიდმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ქალაქის დაარსების ისტორია, უნიკალური არქიტექტურული ძეგლები და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლოკაციები.
ტურის მიზანი იყო მოსწავლეებში თბილისისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღრმავება, ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრება და პოზიტიური, გუნდური გარემოს შექმნა.
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#თბილისი#ისტორიულიტური#განათლება#მტკვარი#tbilisitours



