ინფოზონა – ჩვენი სკოლის ამბები
სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის გაზეთს – „ინფოზონა“, რომელიც ჟურნალისტიკის კლუბის ფარგლებში შეიქმნა და დაიბეჭდა.
გაზეთის მომზადებაზე მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ ჟურნალისტიკის კლუბის წევრები. ისინი იკვლევდნენ საინტერესო თემებს, ამზადებდნენ სტატიებს, იღებდნენ ინტერვიუებს და ქმნიდნენ შინაარსს, რომელიც ასახავს ჩვენი სკოლის ცხოვრებას, წარმატებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს.
„ინფოზონა“ მოსწავლეთა შრომის, შემოქმედების, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის შედეგია. ეს გამოცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების წარმოსაჩენად, ასევე სკოლის ცხოვრების ამსახველი ისტორიებისა და სიახლეების გასაზიარებლად.
ვულოცავთ ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გაზეთის შექმნაში მიიღო მონაწილეობა!
გაზეთის შექმნის იდეის ავტორია სოფო ბოლქვაძე, ხოლო „ინფოზონას“ რედაქტორი – ეკა ფეიქრიშვილი, რომელთა მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. ![]()
სკოლა ლილე – აღმოაჩინე შესაძლებლობები! ![]()
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#ჟურნალისტიკისკლუბი#სკოლისგაზეთი#გაზეთი#შემოქმედებითობა#არაფორმალურიგანათლება#nonformaleducation#სკოლისსიახლეები#განათლება



