„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების გამოფენა-კონკურსი
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების გამოფენა-კონკურსი.
IV და V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები, რომლებშიც შერწყმული იყო შემოქმედებითი ხედვა და ესთეტიკური შესრულება
კონკურსი გაიმართა ორ ნომინაციაში:
ყველაზე კრეატიული ნამუშევარი;
ყველაზე ლამაზი ხელწერა.
ორივე ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით ![]()
მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის!
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#ქართულიენაქართული ლიტერატურა #კვირეული





