Logo Loading

Enter your keyword

post

ევროპის დღე Expo Georgia-ში

ევროპის დღე Expo Georgia-ში

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, რომელსაც სოციალური საწარმო Vintylator ახორციელებს, ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, 9 მაისს, ევროპის დღეს, Expo Georgia-ში წარმოედგინათ ნამუშევრები, რომლებიც Vintylator-ის ვორქშოფისა და SPACE სისტემის ფარგლებში შეიქმნა. 🌿♻️

განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ჩვენი სკოლის „მწვანე კუთხე“ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, მოინახულა, რომელიც მოსწავლეების იდეებითა და ნამუშევრებით ძალიან მოიხიბლა 💛

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც საკუთარი ცოდნა ფართო აუდიტორიას გააცნეს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა მწვანე მომავლის შექმნაში ✨♻️

#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#GreenFuture#EuropeDay#EcoClub#CreativeLearning#GeorgiaGoesGreen#GreenStartups#გარემოსდაცვა#კლიმატისცვლილება#ევროკავშირი#sustainability#EcoFriendly#ევროკავშირისელჩი#პაველჰელჩინსკი#საქართველომწვანემომავლისკენ#lileschool