დათო ტურაშვილის სტუმრობა
ჩვენი სტუმარი იყო ყველასათვის საყვარელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბატონი დათო ტურაშვილი. მან მოსწავლეებს უამბო თითოეული წიგნის შექმნის ისტორია, ისაუბრა განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მოსწავლეებმა არაერთი კითხვა დაუსვეს საყვარელ მწერალს და შეხვედრის ბოლოს ავტოგრაფებიც მიიღეს.
ასევე, გაიმართა ბატონი დათო ტურაშვილის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.




