„გემრიელი მათემატიკა“
კლასი ერთი დღით ნამდვილ „იტალიურ სამზარეულოდ“ გადაიქცა! მოსწავლეებმა იმიტირებული პიცერიები შექმნეს, სადაც გუნდური მუშაობის პრინციპები გამოიყენეს.
მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად და მოირგეს სხვადასხვა როლი: დამფუძნებელი, მენეჯერი, თანამშრომლები;
თითოეულმა გუნდმა შექმნა და წარადგინა საკუთარი საფირმო „პროდუქტი“;
რაც მთავარია, წილადები და ათწილადები მხოლოდ ფურცელზე კი არ დაწერეს, არამედ პრაქტიკულად გამოიყენეს პიცის რეცეპტებსა და გათვლებში!
ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მოსწავლეებს ნათლად აჩვენა, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია მათემატიკური ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#მათემატიკა#პრაქტიკულიმათემატიკა




