Logo Loading

Enter your keyword

post

გაიცანით მარიანა – ინგლისური ენის მასწავლებელი და ჩვენი სკოლის გუნდის ახალი წევრი!

გაიცანით მარიანა – ინგლისური ენის მასწავლებელი და ჩვენი სკოლის გუნდის ახალი წევრი!

👩 მარიანა უკვე 14 წელია საქართველოში ცხოვრობს და პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის სპეციალისტია და არაერთი წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე არის კემბრიჯის პროგრამის კოორდინატორი და ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში.

🗣️ ჩვენს სკოლაში მარიანა მოსწავლეებს დაეხმარება სალაპარაკო ინგლისურის გაუმჯობესებაში და მათ საკომუნიკაციო უნარებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

✨ გვჯერა, რომ მასთან თანამშრომლობა ბავშვებისთვის საინტერესო და შედეგიანი გამოცდილება იქნება.

გვიხარია, რომ მარიანა ჩვენი გუნდის წევრია და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას! 💛