π რიცხვის საერთაშორისო დღე
მათემატიკის კვირეულის ფარგლებში გაიმართა π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე:
მათემატიკის ისტორია და საქართველო;
მათემატიკა და არქიტექტურა;
მათემატიკა და ესთეთიკა.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო შეჯიბრი კუბიკ რუბიკის სწრაფად აწყობაში და ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.