სკოლის ინფრასტრუქტურა
კერძო სკოლა “ლილეს” კამპუსი.
სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.
სკოლა არის 4 სართულიანი, შენობაში განთავსებულია შიდა სპორტული დარბაზი, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი.
სკოლის ტერიტორიის შიგნით და გარეთ განთავსებულია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რაც უზრუნველჰყოფს დაცულ გარემოს ქმნის.


ბიბლიოთეკა
სკოლა ლილეს ბიბლიოთეკა აერთიანებს 2 156 წიგნად ფონდს, აღასანიშნია ის გარემოება, რომ სკოლაში დანერგილია ელექტრონული ბიბლიოთეკა Open Biblio.
მოსწავლეებს ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ ყოველ დღე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე .
ლაბორატორია
ლაბორატორია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის და სრულად აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და რეაქტივებით.
ლაბორატორიაში ფუნქციონირებს რობოტიკის საშაბათო სკოლა.


სპორტული დარბაზი
სპორტული დარბაზი ადაპტირებულია სამი სპორტის სახეობაზე: ფრენბურთი; კალათბურთი, კლდეზე ცოცვა.
მოსასვენებელი სივრცე
მოსასვენებელი სივრცე არის სკოლის არაფორმალური გარემო, რომელიც გამოიყენება ჩვენი პატარების განტვირთვის მიზნით. ამ სივრცეში მათ საშუალება აქვთ დაკავდნენ ისეთი აქტივობებით როგორებიცაა: სამაგიდე თამაშები; კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა; ფილმების ყურება და ა.შ.


ტექნოლოგიების ოთახი
ტექნოლოგიების ოთახი გამოიყენება, როგორც საგაკვეთილო ისე არასაგაკვეთილო პროცესისთვის. ის აღჭურვილია 18 ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერით.







