viii კლასის ვიზიტი თბილისის ისტორიის მუზეუმში
პიროვნული განვითარების საათის ფარგლებში VIII კლასის მოსწავლეები თბილისის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ.
ჩვენი დედაქალაქი გამოირჩევა უძველესი ისტორიით, ეთნოგრაფიითა და ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით.
ვიზიტისას, მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
————————————————-
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების შემეცნებითი და კულტურული განვითარება.
საგამოფენო სივრცემ მოსწავლეების დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია.




