Logo Loading

Enter your keyword

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კერძო სკოლა „ლილე“ 1995 წლიდან ქმნის განათლებაზე დაფუძნებულ ძლიერ საფუძველს და წარმატებით ახორციელებს სწავლების სრულ ციკლს სამივე საფეხურზე. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს შევთავაზოთ მის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო გარემო, სადაც ცოდნა რეალურ უნარებად გარდაიქმნება.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე განათლება ნიშნავს მზადყოფნას მომავლისთვის. სწორედ ამიტომ, სკოლა „ლილეში“ სწავლების პროცესი ორიენტირებულია 21-ე საუკუნის გამოწვევებზე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.
სკოლაში შექმნილია უსაფრთხო, კომფორტული და მეგობრული სასწავლო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა უსაფრთხოების გუნდი და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები უზრუნველყოფს დაცულ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს, ხოლო მშობლებისთვის ეს ნდობისა და სიმშვიდის გარანტიაა.
სწავლის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, სასწავლო პროცესის მონიტორინგს უწყვეტადახორციელებენ კათედრის ხელმძღვანელები, სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი. გაკვეთილებზე გეგმიური დასწრებები გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვაკონტროლოთ და გავაუმჯობესოთ სწავლების შედეგები.
სკოლაში ფუნქციონირებს ელექტრონული ჟურნალი SCHOOLBOOK, რომელიც მშობლებსა და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია შეფასებების, საშინაო დავალებების, მასწავლებლის კომენტარებისა და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

არაფორმალური განათლება

 

სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ბავშვისთვის ძირითადი საბაზისო ცოდნის მიცემას, საუკეთესო ხარისხის განათლებას, არამედ მის სხვა უნარების გამოვლენას, განვითარებას, შემეცნებას ჯანსაღი ცხოვრების წესის გათავისებას. ძირითადი ყურადღება ბავშვების ინდივიდუალურ მიდგომებზეა გაკეთებული. ერთიან სივრცეში მაქსიმალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ნიჭი გამოვლინდეს და მის განვითარებას შეუწყონ ხელი.

სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, თანამედროვე, მრავალფეროვანი ლიტერატურის მქონე ბიბლიოთეკით, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ასევე თანამედროვე კომპიუტერების ოთახით, ლაბორატორიით, მოსასვენებელი სივრცით. არის ცალკე სპორტული და ცალკე სააქტო დარბაზი, ასევე საფეხბურთო და საკალათბურთო გარე მოედანი, რაც სკოლის უპირატესობას კიდევ უფრო ნათელს ხდის.

აღმოაჩინე შესაძლებლობები