Logo Loading

Enter your keyword

კლუბები

კლუბები

ფსიქოლოგიის კლუბი

ფსიქოლოგიის კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის აზროვნებისა და ქცევის ძირითად პრინციპებს. ისინი განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა პირადი სივრცე, სოციალურ-ემოციური უნარები, ემოციების კონტროლი და კლასიფიკაცია, ყურადღების კონცენტრაცია და თვითრეგულაცია, კონფლიქტების მართვა და სხვა.</p> <p>კლუბის მიზანია მოსწავლეებში თვითშეგნების, ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

დებატების კლუბი

დებატების კლუბში მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებული საუბრისა და კრიტიკული აზროვნების ხელოვნებას. კლუბის ფარგლებში ისინი გაეცნობიან კარლ პოპერის და ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატებს, შეისწავლიან დებატების თეორიას და პრაქტიკაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. წლის განმავლობაში ჩატარდება სასწავლო დებატები, ხოლო სეზონის ბოლოს - შიდა ჩემპიონატი, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი უნარები საჯარო გამოსვლისა და გუნდური მუშაობის სფეროში.

ჟურნალისტიკის კლუბი

ჟურნალისტიკის კლუბში მოსწავლეები ეცნობიან მედიაკომუნიკაციის სამყაროს და თავადაც გამოცდიან თავს ჟურნალისტის როლში. კლუბის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: სკოლის გაზეთი - ორ თვეში ერთხელ გამოსაქვეყნებლად მოსწავლეები ამზადებენ სტატიებს, ინტერვიუებსა და თემატურ მასალებს. გაზეთის ბეჭდვას უზრუნველყოფს სკოლის დირექცია. პოდკასტები - თვეში ერთხელ ჩაწერილი პოდკასტები განხორციელდება ბიბლიოთეკაში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში და გამოქვეყნდება სკოლის სოციალურ ქსელებში.</p> <p>კლუბის მიზანია მოსწავლეებში ჟურნალისტური უნარების, შემოქმედებითი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განვითარება.

ემოციური ინტელექტის კლუბი

V, VI კლასის პერიოდში მოსწავლეები იძენენ დამოუკიდებლობას და იწყებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას.<br /> ემოციური ინტელექტი (EQ) ეხმარებათ თავდაჯერებულობის ზრდაში, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პასუხისმგებლობის აღებაში.

TOEFL გამოცდისთვის მოსამზადებელი კლუბი

კლუბი მოსწავლეებს სთავაზობს ყოველკვირეულ სასწავლო კურსს TOEFL IBT - ის გამოცდისთვის მომზადებას. კლუბის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ განავითარონ: მოსმენის; ზეპირმეტყველებისა და წერის უნარები, ისინი გაეცნობიან ტესტის სპეციფიკასა და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ საგამოცდო პროცესში.

ანალიტიკოსთა კლუბი

კლუბში გაწევრიანება შეუძლია VIII – XII კლასის მოსწავლეებს. ანალიტიკოსთა კლუბის მიზანია დემოკრატიული კულტურის დანერგვა, სამოქალაქო საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ერთი დღე.

წრეები

ქართული ხალხური ცეკვა - რეგისტრაცია

სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ვარძია. პედაგოგები: ჯემალ ნათენაძე , მაია ქისტაური.

ჭადრაკი

პედაგოგი FIDE-ს ოსტატი მარიამ ნიქაბაძე.

მეკლდეურთა წრე

მწვრთნელ-მასწავლებლები: დარეჯან ბაინდურაშვილი, ვახო უთრუგაშვილი.