Logo Loading

Enter your keyword

post

სტუმრობა თბილისის ისტორიის მუზეუმში

სტუმრობა თბილისის ისტორიის მუზეუმში

🎨 ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეულის ფარგლებში ამჯერად ხელოვნების დროა! 💛

ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებელსა და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად ქარვასლას – თბილისის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ.

ბავშვებმა მოისმინეს ამბები თბილისის დაარსების შესახებ, დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები და ძველი თბილისის ამსახველი ნამუშევრები. შემეცნებითი დღის ფარგლებში მათ თბილისის ისტორიასთან დაკავშირებულ ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა, გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და კლასმა დამსახურებული სერტიფიკატი მიიღო. 🎓

ვიზიტის შემოქმედებითი ნაწილი კი საკუთარი ხელით სახლების შექმნას, გაფერადებასა და აწყობას დაეთმო. 🏠

ისტორია, ხელოვნება და შემოქმედება – ერთი საინტერესო დღე ახალი აღმოჩენებისთვის! 💛

სკოლა ლილე – აღმოაჩინე შესაძლებლობები!

#სკოლალილე#ხელოვნება#ესთეთიკურიაღზრდა#კათედრისკვირეული#თბილისისმუზეუმი#გამოფენა#შემოქმედებითობა#აღმოაჩინეშესაძლებლობები