ვიზიტი პარლამენტში
ჩვენი სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ!
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კომიტეტის დარბაზები, პარლამენტარიზმის მუზეუმი და მოინახულეს არქივები, სადაც საქართველოს ისტორიისა და სახელმწიფოებრივი განვითარების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ პარლამენტის საქმიანობას, ისტორიულ დოკუმენტებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს.
#სკოლალილე#საქართველოსპარლამენტი#ვიზიტიპარლამენტში#განათლება#პარლამენტარიზმი





