დედა ენა, გაზაფხული, სიცოცხლის აღდგომა
სკოლა ლილეში III ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენა „დედა, ენა, გაზაფხული – სიცოცხლის აღდგომა“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა მნიშვნელოვანი თემები: გაზაფხული, დედის დღე, ქალთა დღე, აღდგომა და დედაენის დღე.
წარმოდგენის მიზანი იყო ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა, ეროვნული იდენტობის გაძლიერება, მშობლიური ენის სიყვარულისა და კულტურული ღირებულებების გააზრება.
მოსწავლეებმა თავიანთი როლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოირგეს, რამაც წარმოდგენას კიდევ უფრო მეტი შთამბეჭდაობა და ემოციურობა შესძინა.
სკოლა ლილეში მუდმივად ვცდილობთ, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობები, რათა მათ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ უნარები და მიიღონ ახალი გამოცდილება.
წარმოდგენის ორგანიზატორი და რეჟისორია III ა კლასის დამრიგებელი, სკოლა ლილეს დირექტორის მოადგილე – ნანა ჯალაღონია.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მოწვეულ სტუმარს მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის ![]()
#სკოლალილე#აღმოაჩინეშესაძლებლობები#სპექტაკლი#თეატრი#თეატრალურიწარმოდგენა






