Logo Loading

Enter your keyword

post

ახალი ხმა, ახალი ფორმატი, ახალი სივრცე მოსწავლეებისთვის!

ახალი ხმა, ახალი ფორმატი, ახალი სივრცე მოსწავლეებისთვის!

🎤 ჟურნალისტიკის კლუბის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩვენი პოდკასტის პირველ ეპიზოდს, რომელზეც სრულად იმუშავეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა – იდეიდან განხორციელებამდე.

პოსკასტის ბმული – https://www.youtube.com/watch?v=vrtKdvtVKoA

ეს პოდკასტი არის სივრცე, სადაც მოსწავლეები თავად სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს, აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და განათლებაზე საუბრობენ თანამედროვე, ცოცხალი ფორმატით.

🎧 ეპიზოდის თემა:

არაფორმალური განათლება – მისი როლი, მნიშვნელობა და გავლენა მოსწავლის პიროვნული, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებაზე.

ეპიზოდში განხილულია, როგორ ავსებს არაფორმალური განათლება სასწავლო პროცესს და რატომ არის ის თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი.

👥 ეპიზოდის სტუმრები:

🔹 საბა ნათენაძე – სკოლის დირექტორი;

🔹 სოფო ბოლქვაძე – არაფორმალური განათლებისა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი;

🔹 ნიკოლი ბახტაძე – მე-10 კლასის მოსწავლე.

✨ ეს არის ჩვენი პოდკასტის პირველი ეპიზოდი — ახალი იდეების, ახალი ხმებისა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის დასაწყისი.

🎬 პოდკასტზე იმუშავეს:

🎙️ წამყვანები: ბარბარე თაბაგარი, კესარია შუკაკიძე

🎤 კითხვები დირექტორთან: თამარ დუნდუა

🎧 მონტაჟი: კატო დემეტრაშვილი

#სკოლალილე#პოსკასტი#არაფორმალურიგანათლება#ჟურალისტიკა#ჟურნალისტიკისკლუბი#schoollife#schoollile