ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო ჩემპიონატი!
სკოლა „ლილეში“ გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“, სადაც მონაწილეობდნენ VI–XII კლასის მოსწავლეები და ერთმანეთს შეეჯიბრნენ ცოდნაში, ლოგიკაში და სწრაფ აზროვნებაში.
თამაში ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა საკუთარი შესაძლებლობები თანატოლების გარემოში ეჩვენებინათ.
ტვინების ბრძოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ზოგადი განათლების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
გამოვავლინეთ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც სკოლის სახელით საქალაქო ტურში იასპარეზებენ.
ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებებს! ![]()
#სკოლალილე #ტვინებისბრძოლა #ინტელექტუალურითამაში #ანალიტიკურიაზროვნება #schoollile




