სკოლა „ლილე“ მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე
ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ცოტნე ჯანანაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტში „ახალგაზრდა ლიდერები ევროპული მომავლისთვის“, რომელიც მოიცავდა სასწავლო ვიზიტებს სტრასბურგსა და ბრიუსელში, ასევე მონაწილეობას მსოფლიო დემოკრატიის ყოველწლიურ ფორუმსა და ევროპის საბჭოში.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იმსჯელეს დემოკრატიის, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და განათლების აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებსა და შეხვედრებში ევროპარლამენტარებთან, დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვულოცავთ ცოტნეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია ProActive Group Georgia -ს თანამშრომლობისა და შესაძლებლობების შექმნისთვის.
#სკოლალილე #WorldForumForDemocracy #ProActiveGroupGeorgia #ახალგაზრდალიდერები #სტრასბურგი



