“შუშანიკის დღიური”
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქართული ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი „წამება წმიდისა შუშანიკისა“ შემოქმედებითად გააცოცხლეს. საკუთარი ხელით შექმნეს დღიურები, რომლებიც წმინდა შუშანიკის საპყრობილეში გატარებულ ერთ კვირას აღწერდა.
მოსწავლეებმა შუშანიკის პერსპექტივიდან ასახეს მისი სულიერი ბრძოლა და რწმენისთვის თავდადება, ხაზი გაუსვეს იმ ფასეულობებს, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც აქტუალური რჩება.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს ღრმად გაეაზრებინათ რწმენის, სულიერი თავისუფლებისა და პიროვნული სიმტკიცის მნიშვნელობა. მოსწავლეების მიერ შექმნილმა დღიურებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რწმენა და სიმტკიცე დროში უცვლელი ღირებულებებია, რომლებიც ყველა თაობისთვის რჩება შთაგონების წყაროდ.
#სკოლალილე #შუშანიკისდღიური #შემოქმედებითიპროექტი




