დისლექსიის მსოფლიო დღე
8 ოქტომბერი დისლექსიის მსოფლიო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით მასწავლებლებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი სკოლის ფსიქოლოგმა ისაუბრა თემებზე:
რა არის დისლექსია?
როგორ შეგვიძლია მისი ამოცნობა?
რა მიდგომები ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას და იმ გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი უნარები სრულად გამოავლინოს.
#სკოლალილე#დისლექსიისმსოფლიოდღე#პროფესიულიგანვითარება




