ელენე მაისაძე – სოციალური ინოვაციების საერთაშორისო პროგრამის მონაწილე
სიხარულით გიზიარებთ, რომ სოციალური ინოვაციების საერთაშორისო პროგრამაში თბილისიდან შერჩეულ 20 მონაწილეს შორის მოხვდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ელენე მაისაძე.
ელენე მონაწილეობას მიიღებს UPSHIFT-ისა და BTU-ს ერთობლივ პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას ინოვაციური იდეების განვითარებაში და მათ რეალურ პროექტებად გადაქცევაში.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა Leadership, Design Thinking და Social Innovation, რითაც განივითარებენ ლიდერობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის უნარებს.
წარმატეტებს ვუსურევთ ელენეს!