Logo Loading

Enter your keyword

post

გაიცანით სოფო ბოლქვაძე – არაფორმალური განათლებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი

გაიცანით სოფო ბოლქვაძე – არაფორმალური განათლებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი

🙋‍♀️ გაიცანით სოფო ბოლქვაძე – არაფორმალური განათლებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი. სექტემბრიდან სოფო კვლავ აგრძელებს საქმიანობას ჩვენს გუნდში ახალ პოზიციაზე, რაც სასიხარულო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სკოლის განვითარებისთვის.

👉 სოფოს საქმიანობა მოიცავს სკოლის არაფორმალური განათლების სტრატეგიის დაგეგმვას, სასკოლო კლუბების მხარდაჭერასა და განვითარებას, ასევე საერთაშორისო პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის ორგანიზებასა და კოორდინაციას.

💡მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არაფორმალური განათლების მიმართულებით, მათ შორის კლუბების მართვასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში.

🌍 სოფო გაეროს მოდელირების სერტიფიცირებული ტრენერია, რაც სკოლის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას განივითარონ საერთაშორისო ხედვა, ლიდერული უნარები და კრიტიკული აზროვნება. გარდა ამისა, ის არის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

✨ სოფო ბოლქვაძის გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სკოლა ლილეს საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერებასა და მოსწავლეთათვის ახალი შესაძლებლობების შექმნაში.

#სკოლალილე#არაფორმალურიგანათლება#ახალიპოზიცია#საერთაშორისოპროგრამები#გაეროსმოდელირება#პროფესიონალიზმი