Logo Loading

Enter your keyword

post

Erasmus+ პროექტი “Be Wealthy” – საერთაშორისო გამოცდილება

Erasmus+ პროექტი “Be Wealthy” – საერთაშორისო გამოცდილება

🎓🌎 ჩვენი სკოლა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პიროვნული, პროფესიული და საერთაშორისო დონის გამოცდილება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება Erasmus+ პროექტი “Be Wealthy”, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოსწავლეები გაემგზავრნენ შვედეთში – ცოდნის, ურთიერთობებისა და ახალი გამოცდილების მისაღებად.

💡 პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ეფუძნება არაფორმალური განათლების ინოვაციურ მეთოდებს. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის პრაქტიკული უნარების შეძენას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

🔸 ფინანსური წიგნიერება;

🔸 ბიუჯეტირება და დაგეგმვა;

🔸 დაზოგვა და ინვესტიცია;

📌 პროექტში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შვედეთის, ესპანეთისა და ესტონეთის ახალგაზრდები – რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინტერკულტურული გამოცდილება.

🤝 განსაკუთრებული მადლობა პარტნიორ ორგანიზაცია YCCD Georgia-ს ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის!