Logo Loading

Enter your keyword

post

საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის!

საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის!

სალომე პერტაია და სოფო ბოლქვაძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 27 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მონაწილეობენ ერთკვირიან ტრენინგში, რომელიც გაიმართება ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, რუმინეთში.

📚 ტრენინგის თემაა პრევენციული განათლება და ადიქციის პრევენცია ახალგაზრდებში.

მასწავლებლები გაეცნობიან ეფექტური პრევენციული განათლების მიდგომებს, შეისწავლიან დამოკიდებულებების განვითარების ციკლს და საერთაშორისო პრაქტიკებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერას.

💬 ეს შესაძლებლობა აძლიერებს ჩვენს სკოლაში პრევენციული განათლების განვითარებას და ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ ზრდას.

🙏 განსაკუთრებული მადლობას ვუხდით ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერისთვის!