იტერაქტიული და შემეცნებით-გასართობი თამაში “Kahoot”
ჩვენთან საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში შემავალი საგნების კვირეული გრძელდება!
15 მაისს გაიმართა ინტერაქტიული და შემეცნებით-გასართობი თამაში “Kahoot”, რომელში მონაწილე პირებიც ჯგუფური პრინციპით შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
კითხვები მომზადებული იყო ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკიდან – სულ 50 შეკითხვა.
აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა გამოეჩინათ საკუთარი ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარები.
![]()
აქტივობის მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების პოპულარიზაცია, საგნობრივი ცოდნის გამოვლენა, თანამშრომლობის უნარების განვითარება და მოსწავლეთა მოტივაცია.
დიდი მადლობა მონაწილე მოსწავლეებსა და გამარჯვებულ გუნდს შთამბეჭდავი ჩართულობისთვის!





