ქართული სიტყვის ოსტატების სტუმრობა
დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა — ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროექტის ფარგლებში ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა ქართული კულტურის გამორჩეულ სახეებს, მსახიობებს ზვიად დოლიძესა და ვახტანგ ახალაძეს ![]()
![]()
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ღირსეულად წარადგინეს თავიანთი შემოქმედება — წარმოდგენილი იყო როგორც კალიგრაფიული ნიმუშები
, ასევე ლიტერატურული ჩანახატები
, ხატოვნად შესრულებული ქართული ანბანის ასოები და, რა თქმა უნდა, ქართული სიმღერები
.
ხელოვნების ოსტატებმა ყურადღებით დაათვალიერეს მოსწავლეების ნამუშევრები, წაიკითხეს ლექსები და დიდი სითბოთი უპასუხეს მოსწავლეების საინტერესო და გულწრფელ კითხვებს.![]()
ღონისძიების დასასრულს, მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოებაში
, რამაც კიდევ უფრო ემოციური და დაუვიწყარი გახადა ეს დღე.![]()
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს
და თითოეულ მოსწავლეს, ვინც თავისი შრომით და გულწრფელი მონდომებით ეს დღე დაუვიწყარი გახადა!








