სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახლადჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური მიდგომა, მათ შორის – სახალისო აქტივობებში მათი ჩართვა. სკოლაში დანერგილია მოსწავლეთა საკონსულტაციო სისტემა, რაც მიზნად ისახავს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
მოსწავლეებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები თავიანთი ინტერესების შესაბამისად. სკოლა მხარს უჭერს და ხელს უწყობს ასეთ ინიციატივებს.
მოსწავლეებს უზრუნველყოფილი აქვთ კვალიფიციური ექიმისა და ფსიქოლოგის მომსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით მიზნად ისახავს, მისცეს მოსწავლეებს შესაძლებლობა, გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი უნარები ციფრულ, სახელოვნებო, სპორტულ თუ სხვა მიმართულებებით.
მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი ჯანსაღი კვებით.