საბაზო საფეხურის მისია
საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა) უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა; აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.