დაწყებითი საფეხურის მისია
სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა;
საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკაში ფიქრისა და აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა; დამოუკიდებლობის, თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.