Logo Loading

Enter your keyword

მიღება

მიღების პროცედურა

კერძო სკოლა „ლილე“ ზრუნავს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე, ამიტომ მიღების პროცესი მიმართულია მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გასაცნობად.

I–IV კლასებში მიღება ხორციელდება სკოლის ფსიქოლოგთან და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთან გასაუბრების საფუძველზე.
V–XI კლასებში მოსწავლეთა მიღება ხორციელდება სკოლის დირექტორთან გასაუბრებისა და საგნობრივი დიაგნოსტირების შედეგად.

საგნობრივი გამოცდა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
ინგლისური ენა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოსწავლეს შევუქმნათ სასიამოვნო და მხარდაჭერილი გარემო, სადაც სწავლა სიხარულთან არის დაკავშირებული.

დაგვიკავშირდი და დაჯავშნე ვიზიტი

33 ნოდარ დუმბაძის გამზირი, თბილისი