Logo Loading

Enter your keyword

ინფრასტრუქტურა

სკოლის ინფრასტრუქტურა

კერძო სკოლა “ლილეს” კამპუსი.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.

შენობაში განთავსებულია შიდა სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი.

სკოლის ტერიტორიის შიგნით და გარეთ განთავსებულია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რაც უზრუნველჰყოფს უსაფრთხო და დაცულ გარემოს.

ბიბლიოთეკა

სკოლა  ლილეს  ბიბლიოთეკა  აერთიანებს  2 156  წიგნად  ფონდს,  აღასანიშნია  ის  გარემოება,  რომ  სკოლაში  დანერგილია   ელექტრონული ბიბლიოთეკა  Open Biblio.

მოსწავლეებს  ბიბლიოთეკით   სარგებლობა  შეუძლიათ    ყოველ  დღე  09:00 საათიდან  17:00 საათამდე .

საბუნებისმეტყველო

ლაბორატორია

ჩვენი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, რომელიც სრულად შეესაბამება სასკოლო სტანდარტებს. სივრცე უზრუნველყოფს უსაფრთხო და ინოვაციურ გარემოს, სადაც მოსწავლეები პრაქტიკული ექსპერიმენტების საშუალებით ამყარებენ თეორიულ ცოდნას, ავითარებენ კვლევით უნარებს და აღვივებენ ინტერესს მეცნიერების მიმართ.

სპორტული დარბაზი

სპორტული დარბაზი ადაპტირებულია სამი სპორტის სახეობაზე: ფრენბურთი; კალათბურთი, კლდეზე ცოცვა.

მოსასვენებელი სივრცე

მოსასვენებელი სივრცე არის სკოლის არაფორმალური გარემო,  რომელიც გამოიყენება ჩვენი პატარების განტვირთვის მიზნით. ამ სივრცეში მათ საშუალება აქვთ დაკავდნენ ისეთი აქტივობებით როგორებიცაა: სამაგიდე თამაშები; კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა; ფილმების ყურება და ა.შ.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ოთახი

ტექნოლოგიების ოთახი გამოიყენება, როგორც საგაკვეთილო ისე არასაგაკვეთილო პროცესისთვის. ის აღჭურვილია 18 ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერით.