6 კლასის სტუმრობა კერამიკის სტუდიაში “fsk”
მე-6 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კერამიკის სტუდია ,, FSK”- ში, სადაც ჩაუტარდათ თეთრ თიხაზე მუშაობის მასტერკლასი და გაეცნენ სხვადასხვა საინტერესო ტექნიკას თიხის დამუშავებისა და მოჭიქურება-გამოწვის შესახებ.
მათ მიეცათ საშუალება თავად შეექმნათ საკუთარი დასამახსოვრებელი ნამუშევრები.
დიდი მადლობას ვუხდით საინტერესო შეხვედრისთვის კახაბერ და დაშა ბუთხაშვილებს.



