წარმატებით დასრულდა Erasmus+ პროექტი “Be Wealthy”
წარმატებით დასრულდა Erasmus+ პროექტი “Be Wealthy” – დაუვიწყარი საერთაშორისო გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტის მართვისა და ინვესტირების საფუძვლები პრაქტიკული და ინტერაქციული ფორმით.
ისინი შვედეთიდან დაბრუნდნენ უფრო თავდაჯერებულები და მეტად დამოუკიდებლები, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
დაბრუნებისთანავე მოსწავლეებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებსა და პედაგოგებს.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის მენტორს, სოფო ბოლქვაძეს, რომელმაც მუდმივი მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებაში.
პროექტი განხორციელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. ორგანიზატორი – Awesome People
, ხოლო გამგზავნი ორგანიზაცია – ჩვენი პარტნიორი YCCD Georgia
Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, პარტნიორსა და მენტორს ამ გამორჩეული გამოცდილებისთვის!




