ცოტნე ჯანანაშვილი – ლიგის საუკეთსო მონაწილე!
ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ცოტნე ჯანანაშვილმა, მონაწილეობა მიიღო “ფრიადის” სასკოლო ინოვაციურ კონკურსში — პლატფორმაზე, რომელიც აფასებს მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონესა და უნარებს.
ცოტნემ თავი გამოიჩინა განსაკუთრებული აქტიურობითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით და გახდა კვირის ლიგის საუკეთესო მონაწილე!
მიღწეული შედეგისთვის იგი დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრებით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოტივაცია, ცოდნა და შრომა ყოველთვის ფასდება.
ვამაყობთ ცოტნეს მიღწევებით და ვუსურვებთ წარმატებებს!


