ჩვენ შესახებ
კერძო სკოლა ლილე 1995 წლიდან ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას და წარმატებით ახორციელებს სწავლებას სამივე საფეხურზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ მათზე მორგებული სასწავლო გარემო, რომელით პირდაპირ ითვალისწინებს მათ ინტერესებს.
ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეები მოვამზადოთ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის და მივცეთ მათ თანამედროვე სტანდარების შესაბამისი განათლება.
სკოლაში მაქსიმალურად შექმნილია სწავლებისთვის კომფორტული გარემო. ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს. სკოლის შიდა უსაფრთხოების გუნდი და ასევე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები დაცულ გარემოს ქმნის, რაც მშობლებში ნდობის ფაქტორს იწვევს. თითოეული ბავშვი მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში ხვდება.
სწავლის ხარისხის გაკონტროლების მიზნით, მონიტორინგს კათედრის გამგე, სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ახორციელებენ. შესაბამისად სისტემატიურად ხდება გაკვეთილებზე გეგმიური დასწრებები.
სკოლაში წარმოებს ელექტრონული ჟურნალი ” Schoolbook”, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ყოველდღიური ინფორმაციის მიღება (მოსწავლის საშინაო დავალებების, შეფასებების, მასწავლებლის კომენტარების და ა.შ)

არაფორმალური განათლება